28.12.2024 | 02:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსკოვი და ლონდონი შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არკვევენ [ვიდეო]

მოსკოვი და ლონდონი შავ ზღვაში, ყირიმის კონცხ ფიოლენტთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებს არკვევენ. რუსი სამხედროები ბრიტანელებს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი მონაცემებით დიდი ბრიტანეთის ნაღმოსანი „დეფენდერი“ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა და მისი მისამართით გახსნილიგამაფრთხილებელი ცეცხლის იგნორირება მოახდინა. ლონდონის მტკიცებით, „დეფენდერის“ მიმართულებით სროლა არ განხორციელებულა, გემი კი  დადგენილი მარშრუტით უკრაინის ტერიტორიული წყლების გავლით მოძრაობდა. ყირიმის სანაპიროებთან მომხდარ ინიცნდენტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მომხდარი ბრიტანეთის უხეშ პროვოკაციად შეფასდა, რის გამოც ამ ქვეყნის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის არის გამოძახებული. დიდი ბრიტანეთის ფლოტის ნაღმოსნის ბორტზე მყოფმა ბიბისის ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ „დეფენდერი“ მართლაც შევიდა წყლებში, რომლებსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. ამასვე ადასტურებს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები.

დღის გადაცემები