28.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსკოვი და პარიზი ნორმანდიის ოთხეულის ფორმატის განახლებაზე შეთანხმდნენ [ვიდეო]

უკრაინასთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა  საფრანგეთის წინადადება უსაფრთხოების საკითხებზე სამიტის ჩატარების შესახებ მიიღეს. სამიტის დღის წესრიგზე, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 24 თებერვალს შეთანხმდებიან. მოსკოვმა გამოთქვა მზადყოფნა დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებაში მეტად გააქტიურდეს. ერთი დღით ადრე, ვლადიმირ პუტინსა და მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრებისას გადაწყდა, რომ რაც შეიძლაბე მალე უნდა მოიწვიონ საკონტაქტო ჯგუფი დონბასის საკითხთან დაკავშირებით და  მუშაობა ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში განაახლონ. პოლიტიკოსების მთავარი მიზანი - აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციის მიღწევაა. „ამჟამინდელი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს დიპლომატიური გზებით გადაწყვეტილებების ძიება საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ნორმანდიის ფორმატში მონაწილე ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების მეშვეობით. ამ კონტაქტების მიზანია ხელი შეუწყოს  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას და უზრუნველყოს პროგრესი დონბასის ირგვლივ კონფლიქტის მოგვარების საქმეში“, -აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მოსკოვი მიიჩნევს, რომ დონბასში ვითარების გამწვავება უკრაინის უსაფრთხოების ძალების პროვოკაციებს უკავშირდება. განახლებული დაბომბვის ფონზე კი რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

დღის გადაცემები