28.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პანდორას დოსიე" [ვიდეო]

პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა გავლენიანი ადამიანები, რომელთა სახელებიც მოხსენიებულია ე. წ. "პანდორას დოსიეში", ცდილობენ თავი დააღწიონ ბრალდებებსა და გადასახადებს.  ფართომასშტაბიანი გამოძიების ავტორებმა გამოაქვეყნეს მილიონობით დოკუმენტი, სადაც აღწერილია თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ოფშორულ ზონებს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების შესანახად. „პანდორას დოკუმენტების“ სხელით გასაჯაროებული მასალები მსოფლიო ლიდერების საიდუმლო სიმდიდრისა და გარიგებების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.  დოკუმენტები „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ მოიპოვა, რის შემდეგაც მასალებით მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დაინტერესდნენ. მასალებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი მილიარდერის, მსოფლიოს 35 პოლიტიკური ლიდერისა და 300 საჯარო მოხელის ინფორმაცია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ   სწავლობს ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც „პანდორას დოკუმენტების“ სახელით გავრცელდა.

დღის გადაცემები