28.12.2024 | 02:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პენტაგონი - ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა სტრატეგიული მარცხი იყო [ვიდეო]

შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა  ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანას სტრატეგიული მარცხი უწოდა. სენატში გამოსვლისას, აშშ -ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ასევე აღიარა, რომ ამერიკელებმა არასწორად შეაფასეს ავღანეთის არმიის უნარი გარე დახმარების გარეშე. აშშ -ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კი რეგიონში  სერიოზული მცდარი გათვლების შესახებ განაცხადა.”ჩვენ დავეხმარეთ იქ სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ ვერ შევძელით ერის ჩამოყალიბება.  ფაქტია, რომ არმია, რომელიც ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მოვამზადეთ, უბრალოდ გაქრა“ - აღნიშნა ოსტინმა.  პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლების თქმით, მათ რეკომენდაცია გაუწიეს პრეზიდენტ ბაიდენს კონტინგენტის ნაწილი ავღანეთში დაეტოვებინა. ჯო ბაიდენმა კი, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასდროს მიუღია არანაირი რეკომენდაცია ავღანეთში ჯარის ნაწილის დატოვების საკითხზე.

დღის გადაცემები