28.12.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჟენევაში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა [ვიდეო]

მხარეებმა პოზიციები გაცვალეს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე შეთანხმებაზე სალაპარაკოდ მზად არ არიან - ასეთია ჟენევაში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის შედეგი, რომელზეც ნატოს არ გაფართოების რუსეთის წინადადებები იქნა განხილული. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა საჭიროა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან. რიაბკოვის თქმით  რუსეთს სურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ფორმულა შეიცვალოს სიტყვებით, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან მიუღებელია „ცარიელი საუბარი“ და „სანახევრო დაპირებები“.

თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით საუბარი არსებითად მოლაპარაკებებს არ წარმოადგენდა და მას მხოლოდ პოზიციათა დაზუსტების ფორმატი ჰქონდა. მისი თქმით ვაშინგტონი არავის მისცემს უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. მან ასევე გამორიცხა რუსეთისთვის გარანტიების მიცემა იმაზე, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.

 

დღის გადაცემები