28.12.2024 | 02:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის ფედერაციის საბჭომ  რუსული ჯარების დონბასში შესვლას მხარი დაუჭირა [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსული ჯარების დონბასში შესვლას მხარი დაუჭირა - ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. მისივე თქმით,  ჯარები დონბასში  მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვისგან დასაცავად მიდიან. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა  თვითგამოცხადებული დონეცკისა და დონბასის დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც ეუთომ მინსკის შეთანხმებების დარღვევა უწოდა. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულებები, სადაც  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, დიდი ხანია აღარ არსებობს. "მინსკის შეთანხმებები დონბასის სახალხო რესპუბლიკების გუშინდელ აღიარებამდე  დიდი ხნით ადრე მოკლეს. და ეს არა ჩვენს ან ამ რესპუბლიკების წარმომადგენლების, არამედ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. თავის მხრივ, ნატო-მ განაცხად, რომ ისინი მზად არიან გაზარდონ თავიანთი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთში და რომ ალიანსის 100 მებრძოლი და 120 ხომალდი უკვე  მზადყოფნაში არიან.

დღის გადაცემები