28.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ბრიუსელმა გაანადგურა [ვიდეო]

ევროკავშირთან ურთიერთობების მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია ბრიუსელის მიერ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯებით, ამიტომ მოსკოვს ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა აღარ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგა ვან ისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაზრდელად საჭირო კონტაქტებისთვის მზად მაშინ იქნება, როდესაც ბრიუსელი ორმხრივ ურთიერთობებში ანომალიების აღმოფხვრას აუცილებლობად ჩათვლის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებენ. შესაბამისი შეთანხმება გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. სანქციები ამოქმედდება 11 ადამიანის წინააღმდეგ, მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დღის გადაცემები