28.12.2024 | 02:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"სინოფარმზე" ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა [ვიდეო]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგოჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა „სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.

დღის გადაცემები