28.12.2024 | 02:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სირიაში პრეზიდენტის პოსტს კვლავ ბაშარ ალ-ასადი დაიკავებს [ვიდეო]

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა გაიმარჯვა. მან ხმების 95,1% მიიღო. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ასადმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სირიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. თუმცა ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები არჩევნებს განიხილავენ, როგორც მხოლოდ საშუალებას ბაშარ ალ-ასადისთვის, ძალაუფლება მეოთხე ვადით შეინარჩუნოს. ბაშარ ალ-ასადი სირიის ხელისუფლების სათავეში 2000 წლიდან იმყოფება, მამამისის ჰაფეზის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში 2011 წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც 10-წლიან ომში გადაიზარდა. კონფლიქტის შედეგად ასობით ათასობით ადამიანი დაიღუპა, 11 მილიონი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

დღის გადაცემები