28.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სლოვაკეთმა რუსული წარმოების ვაქცინა, „სპუტნიკ V“ დაარეგისტირირა

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ 5“-ის პირველი პარტია სლოვაკეთში ჩაიტანეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის გამოყენება ევროკავშირში რეგისტრაციის გარეშე დაუშვა. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში სლოვაკეთი პრეპარატის 2 მილიონ დოზას მიიღებს. „სპუტნიკ 5“ უკვე 39 ქვეყანაშია დარეგისტრირებული და ქვეყნების რაოდენობით  ვაქცინების სამეულში შედის, სადაც პრეპარატის გამოყენება სახელმწიფო რეგულატორების მიერ არის დაშვებული. სლოვაკეთი უნგრეთის შემდეგ ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც „სპუტნიკ 5“-ის გამოყენება დაუშვა. სლოვაკეთში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ბევრი მოქალაქე სპუტნიკ 5-ით აცრის სურვილს გამოხატავს.

დღის გადაცემები