28.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უნგრეთში  სკოლებსა და საბავშო ტელეარხებზე LGBT პროპაგანდა აიკრძალა [ვიდეო]

უნგრეთში  სკოლებსა და საბავშო ტელეარხებზე ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალა. ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში LGBT მასალებს კრძალავს. კენჭისყრისას კანონს მხარი 157 დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ერთდადერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, ულტრამემარჯვენე პარტიის „იობიკის“ წევრი აღმოჩნდა.  ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახლემძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა LGBT თემი, და სექსუალური უმცირესობა იკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანზიაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ. ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა ახალ კანონს „უნგრეთში LGBT ადამიანთა უფლებების შავი დღე“ უწოდა.

დღის გადაცემები