28.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე - ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ [ვიდეო]

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც სკამის გარეშე დარჩა, მის სქესს უკავშირდება. „ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ, ველოდი, რომ ორი კვირის წინ თურქეთში ვიზიტის დროს ისე მომექცეოდნენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვერ ვპოულობ იმის გამართლებას, როგორ მომექცნენ. დავასკვენი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს პიჯაკით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი ? ვიგრძენი წყენა და თავი მარტო ვიგრძენი, როგორც ქალმა და როგორც ევროპელმა,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები