28.12.2024 | 02:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში

ბიშკეკში ორდღიანი აეულობების დროს სამედიცინო დაწესებილებებს 768 პაციენტმა მიმართა. დაშავებულებისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 218 კი ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს. ყოფილი დეპუტატი ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში გუშინდელი არეულობის შემდეგ გათავისუფლდა. ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.

 

საპროტეტსო აქცია და არეულობა ბიშკეკში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან 7 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ პროსახელისუფლო ოთხმა პარტიამ გადაკვეთა.

დღის გადაცემები