16.09.2024 | 12:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო [ვიდეო]

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 45 წლის შოვინი სამივე ბრალდებაში - მეორე ხარისხის მკვლელობა, მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა - დამნაშავედ ცნო. მას 40 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. საბოლოო განაჩენს კი 8 კვირაში გამოიტანენ. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამ ფლოიდის ოჯახს დიდი შვება მოუტანა, რომელიც  მართლმსაჯულების აღსრულებას მოუთმენლად ელოდებოდა. აღნიშნულ ვერდიქტს საზეიმო შეძახილებით გამოეხმაურა  სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ასობით ადამიანიც.  ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა,  რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ამ ინციდენტის დროს  ფლოიდი გარდაიცვალა, რასაც აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღის გადაცემები