28.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
„შათდაუნი“ არ იქნება

აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელიც სამთავრობო უწყებების დახურვის საფრთხეს მოხსნის.  ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 3 დეკემბრამდე გაახანგრძლივებს და ქვეყანას მთავრობის მუშაობის შეჩერებას ააცილებს თავიდან.  მანამდე კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 254 ხმით 175-ის წინააღმდეგ. 30 სექტემბერს აშშ-ში 2021 წლის ფინანსური წელი სრულდება, თუმცა კანონმდებლებმა მომდევნო ფინანსური წლის სრულფასოვანი ბიუჯეტი ჯერ ვერ შეათანხმეს. ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების გახანგრძლივება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დამტკიცებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერება ემუქრებოდა.

დღის გადაცემები