28.12.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩრდილო-დასავლეთ სირიაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტების ევაკუაცია განხორციელდა

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტების ევაკუაცია განხორციელდა. სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ზონიდან თურქმა სამხედროებმა სირიელ ამბოხებულთა ტერიტორიისკენ  გადაინაცვლეს. თურქეთმა რუსეთთან და ირანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად სირიაში სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტები 2018 წელს განათავსა.  თურქული წყაროების ინფორმაციით, სამეთვალყურეო პუნქტების ევაკუაცია რეგიონიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას არ ნიშნავს და მხოლოდ დისლოკაციის ადგილის შეცვლას უკავშირდება.  ამჟამად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 15 000-მდე თურქი ჯარისკაცი იმყოფება.

დღის გადაცემები