28.12.2024 | 02:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს. ამერიკული მედიის ინფრომაციით, ბაიდენი შესაბამის განცხადებას 24 აპრილს გააკეთებს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში 1915 წელს განვითარებული მოვლენების მსხვერპლთ პატივს მიაგებს. როგორც ვარაუდობენ, ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა დეპორტაციასა და მასობრივ მკვლელობას გენოციდად მოიხსენიებს. ამასთან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ აღიარებისგან თავი შეიკავოს და სიტყვა „გენოციდი“ არ გამოიყენოს. თურქეთის ხელისუფლება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თუ ბაიდენი თავის გამოსვლაში გენოციდს ახსენებს, ეს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.

დღის გადაცემები