28.12.2024 | 02:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ კონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს [ვიდეო]

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ჟენევა დატოვეს, სადაც მათი პირველი შეხვედრა გაიმართა. ლიდერებს შორის ჟენევაში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა 4.5 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის თაობაზე პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა პრინციპული ხასიათის იყო და მტრული განწყობა არ ყოფილა. პუტინმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე მათი მოსაზრება განსხვავებულია, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე ორი ქვეყნის ელჩები მუშაობას დაუბრუნდებიან. ხოლო, რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის კონსულტაციები დაიწყება.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ  პრესკონფერენცია გამართა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების რეალური პერსპექტივა არსებობს.  თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მომდევნო თვეები იქნება ერთგვარი ტესტი, შეძლებს თუ არა დღევანდელი დისკუსია  ქვეყნები პროგრესთან დააახლოოს. აშშ-ის პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ 3-6 თვის შემდეგ, მათ უნდა შეაფასონ, გამოვიდა თუ არა ყველაფერი ისე, რაზეც შეთანხმდნენ, რომ დასხდებოდნენ და იმუშავებდნენ, მიუახლოვდნენ თუ არა მნიშვნელოვანი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებსა და პროგრესს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას პროგრესის ნაკლებობა ყველაზე მეტად შეინიშნებოდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი და რუსი ოპოზიციონერის  ალექსეი ნავალნის ბედი.

დღის გადაცემები