13.12.2024 | 04:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: "გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება"

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს, იურიდიულად სავალდებულო არ არის, მოსკოვს ასეთი გადაწყვეტილებები გულთან ახლოს არ მიაქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ევროპარლამენტი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავის მუშაობას ემოციებზე, ემოციურ მიდგომაზე აფუძნებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო წლებში ევროპარლამენტს ჩვენს მიმართ ნაკლები სიყვარული აქვს, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ნაკლები სურვილი გვაქვს, გავითვალისწინოთ ის, რაც იქ ხდება და გულთან ახლოს მივიტანოთ", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ევროპარლამენტში პროფესიონალიზმის დიდ ნაკლებობას ხედავს.

"რუსეთის მიმართ უხეში რუსოფობია და სიძულვილი ტრიალებს. ამას არავითარი იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ასე უნდა მოექცნენ მას. ვხედავთ პროფესიული მიდგომისა და პროფესიონალიზმის დიდ ნაკლებობას ევროპარლამენტში. ემოციები კი ისეთი ცვალებადი რამაა. დღეს რუსოფობიურია, ხვალ სხვა იქნება", - აღნიშნა პესკოვმა.

დღის გადაცემები