13.12.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ ბოჟაძე: "არ დასრულდა ყალბი პატრიოტების, უკრაინისადმი ყალბი თანადგომა, ყალბი მოთქმა და გოდება"

"ისე გაიკვირვეს ზოგიერთებმა, გეგონება პირველად გაიგეს, რომ ომის და ღალატის პარტიის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფულის სანაცვლოდაც ახდენს უკრაინაში ქართველების გაგზავნის ორგანიზებას, რა არ გაგიგიათ?" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, არ დასრულდა ყალბი პატრიოტების, უკრაინისადმი ყალბი თანადგომა, ყალბი მოთქმა და გოდება.

"არ დასრულდა ყალბი პატრიოტების, უკრაინისადმი ყალბი თანადგომა, ყალბი მოთქმა და გოდება! ისე გაიკვირვეს ზოგიერთებმა, გეგონება პირველად გაიგეს, რომ ომის და ღალატის პარტიის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფულის სანაცვლოდაც ახდენს უკრაინაში ქართველების გაგზავნის ორგანიზებას? რა არ გაგიგიათ? თვითონ არ ,,ამაყობენ" მხოლოდ ჩვენი წევრები და მხარდამჭერები იბრძვიანო? ძალიან კარგად იცით ყველაფერი, მაგრამ არ ლაპარაკობთ და თუ სხვა სიმართლეს იტყვის, მაშინვე პირში ეცემით, ლანძღავთ და შეურაცხყოფას აყენებთ! მაგ თქვენი ყალბი პათეტიკით და ვითომ თანადგომით უფრო ვნებთ უკრაინას და საქართველოს, ვიდრე არგებთ, ეს არის მწარე სიმართლე, რომლის მოსმენაც არავის სიამოვნებს!!!" - წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუკზე.

დღის გადაცემები