13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი. კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში - იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში - იური მუშკუ, პორტუგალიაში - ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში - იგორ ოსტაშა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევას ხელი მიმდინარე წლის 31 მარტს მოაწერა. ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა. როგორც მან ვიდეომიმართვაში თქვა, სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

დღის გადაცემები