13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში უკრაინის ელჩმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გათავისუფლების შესახებ.
ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ასევე გამოქვეყნებულია პორტუგალიაში, სლოვაკეთში, ახალ ზელანდიასა და ლიბანში ახალი ელჩების დანიშვნისა და ირანში უკრაინის ელჩის გათავისუფლების ბრძანებები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განცხადება 30 მარტს გააკეთა. როგორც ზელენსკიმ განმარტა, მიზეზი გახდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობდნენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
ამ დროისათვის საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობებს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებს.
დღის გადაცემები