28.11.2022 | 18:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას დათანხმდა

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით.

"მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ომში მყოფი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში. ის მოუწოდებს ფინანსთა მინისტრს, უზრუნველყოს 187 მილიონი ევრო, რაც იქნება უნგრეთის წილი 18 მილიარდ ევროს ევროკავშირის სესხში, რომელიც უკრაინას მიეცემა", - აცხადებენ უნგრეთის მთავრობაში.

ვიქტორ ორბანის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად.

სესხისთვის თანხების უზრუნველსაყოფად, რომლის დაფარვა უკრაინას 35 წლის განმავლობაში მოუწევს, ევროკომისია სესხს კაპიტალის ბაზრებზე აიღებს. თუმცა, ფინანსური პაკეტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. უნგრეთი აცხადებდა, რომ ერთობლივ სესხში მონაწილეობას არ მიიღებდა.

დღის გადაცემები