13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კასიანოვთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები განხილული არ იქნება.

"დაბარებულია სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება",- განაცხადეს სამინისტროში.

თავის მხრივ, როგორც კასიანოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მიდის, შეხვედრაზე კი საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

დღის გადაცემები