13.12.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შოლცის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  ევროკავშირის ყველა ქვეყანას შორის  გერმანია უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს. აღნიშნული განცხადება შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა. 

"ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, განსაკუთრებით მაშინ კი როცა საქმე ეხება იარაღის მიწოდებას", - აცხადებს შოლცი. 

გერმანიის დახმარება უკრაინას:

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, კანცლერი შოლცი არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შეფერხების გამო. 

ივლისში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევის რესურსი ეწურება.

იანვარში გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევის ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც შემდგომ 3,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. 

თებერვლის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას „ლეოპარდის" ტანკებს მიაწვდის. 

დღის გადაცემები