13.04.2024 | 08:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზახაროვა: "სერბეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება"

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით, სერბეთი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

ზახაროვას კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც სერბმა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს უნდა შეუერთდეს.

"რაღაც უცნაური პოზიცია: ამერიკა ახორციელებს ზეწოლას სერბეთზე, სერბი მინისტრი კი მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებს", - განაცხადა ზახაროვამ. 

ცნობისთვის, სერბეთის ეკონომიკის მინისტრმა რადე ბასტამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებზე შეერთებაზე უარის გამო ბელგრადი "დიდ ფასს" იხდის.

სერბეთს სურს შეუერთდეს ევროკავშირს, მის მთავარ ინვესტორსა და სავაჭრო პარტნიორს, თუმცა, ის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთიდან გაზის იმპორტზე.

დღის გადაცემები