13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაერო, უკრაინა და თურქეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 16 გემის გადაადგილებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წყლებში მყოფი უკრაინული მარცვლეულით 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ 40 გემის ინსპექტირების უზრუნველყოფაზე, რომლებმაც პორტი ორშაბათს უნდა დატოვონ.

მათივე ცნობით, გაერო-ს დელეგაციამ, როგორც ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა რუსეთის ფედერაციის დელეგაციას გემების გადაადგილების შესახებ უკვე აცნობეს.

რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმების" გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

დღის გადაცემები