13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისათვის, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვისაც. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა.

ორბანმა ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი "და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი" მიიჩნევს, რომ საქართველომ და ბოსნიამ და ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ სტატუსი.

დღის გადაცემები