13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შარლ მიშელი: "დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ"

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია.

"ეს ევროკავშირისთვის არის გადამწყვეტი მომენტი. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც დღეს ჩვენ გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ. დღეს, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ პროცესი გავააქტიუროთ", - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კი - ევროკომისიამ ევროპული პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა. 23-24 ივნისს ევროკავშირის სამიტი იმართება, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღის გადაცემები