13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძე: "ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა"

ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა - ერთი წელია ასეთია სახელმწიფოს პოზიცია და ასევე გაგრძელდება! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თავად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და იმ მდგომარეობაში არ არის, ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს.

"თუ ვინმეს დაავიწყდა შემიძლია შევახსენო, რომ საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა და ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. გამომდინარე აქედან, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას - ისეთივე საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს უკრაინაა - ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ასეთი საფრთხე ემუქრება, სხვა არ არსებობს!

ყველამ კარგად ვიცით, რა შეიარაღება გააჩნია საქართველოს. ის მცირე შეიარაღება, რომელიც მას აქვს, სხვა ქვეყანას გადასცეს - თუნდაც მეგობარ, ძმურ სახელმწიფოს, როცა თავად არის რუსეთის ოკუპაციასთან პირისპირ, თუ ვინმე ამიხსნის, ამაში რა ლოგიკაა, სიამოვნებით მოვუსმენ...

მაშინ როცა არიან საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები, რომლებიც სამხედრო შეიარაღებას აწარმოებენ და არც მის გადაცემაზე ამბობენ უარს, რატომ უნდა სთხოვონ ისედაც მცირე შეიარაღების გადაცემა საქართველოს? მესმის, რომ უკრაინას სურს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დაეხმაროს მას - მისი ეს სურვილი გასაგებია და უკრაინის მხრიდან პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ქვეყნის შიგნით ვხედავ, როცა ამის გამო ოპონენტები გვაკრიტიკებენ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის გადაცემები