13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მარია ზახაროვა: "ბორელმა განაცხადა, რომ კანონი "უცხოური აგენტების შესახებ", რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება - ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ზახაროვას თქმით, ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში.

"ბორელმა განაცხადა, რომ კანონი "უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში - იქ ეს კანონი 1938 წლიდან მიიღეს", - დაწერა ზახაროვამ "ტელეგრამზე“.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

ბორელის თქმით, კანონის პირველი მოსმენით მიღება ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და იხსენებს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის შესახებ", - წერია ბორელის განცხადებაში.

დღის გადაცემები