13.12.2024 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლავროვი: "საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებას, თავი აარიდოს ანტირუსული სანქციების შეერთებას, იგი პატივს სცემს. 

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა, თუმცა იგი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და სანქციებს არ უერთდება. 

"ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს რომ იგი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. საქართველო ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკის ინტერესებით, ეს კი პატივისცემას მოითხოვს", - განაცხადა ლავროვმა. 

დღის გადაცემები