13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი - "ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს"

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს განსხვავება რუსეთის მთავრობისა და მისი შეიარაღებული ძალების უკრაინაში ქმედებებსა და რუს ხალხს შორის, რომელთაგან ბევრი ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ გამოდის, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად, მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თავიანთი ქვეყნიდან გამორბიან.

"როგორც ვხედავთ რუსეთში საპროტესტო აქციებს გრძელდება. ასე რომ, ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით და მოითხოვოს თხოვნის განხილვა თითოეული შემთხვევის საფუძველზე"- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნებსა და მათ პოლიტიკაზე არ ისაუბრებს.

"სხვა ქვეყნებმა საკუთარ პოლიტიკაზე თავად ისაუბრონ. არ ვაპირებ საუბარს აქედან - სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე" - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

დღის გადაცემები