13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იგორ კირილოვი: "აშშ უკრაინაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს"

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ სალივანის განცხადებები, რომ რუსეთი სპეცოპერაციის ზონაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, ცხადყოფს აშშ-ისა და მისი თანამონაწილეების განზრახვას, უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაცია მოაწყონ, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

"აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, გეგმავენ ქიმიური იარაღის გამოყენებას სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში. ამ ინფორმაციას განვიხილავთ, როგორც თავად აშშ-ის და მისი თანამზრახველების განზრახვას მოაწყონ პროვოკაცია უკრაინაში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით", - განაცხადა კირილოვმა.

მისი თქმით, პროვოკაციისთვის მზადება დაწყებულია, "კერძოდ, კრამატორსკში ქიმიური ნივთიერებები რკინიგზის საშუალებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხლებით 10 თებერვალს ჩაიტანეს".

„ეს ქიმიკატი იწვევს მწვავე ფსიქოზს, ორიენტაციის დაკარგვას, ჰალუცინაციებისა და მეხსიერების დარღვევებს", - აცხადებს რუსი გენერალი.

მისი მტკიცებით, ტვირთი ამერიკული წარმოების ჯავშანმანქანებში მოათავსეს, რომლებიც სამხედრო კოლონის შემადგენლობაში ბრძოლის ხაზისკენ დაიძრნენ.

დღის გადაცემები