13.12.2024 | 02:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინის საგარეო უწყებამ ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის პოლიტიკაში რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივების დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის ქმედებებს "ამერიკულ პოლიტიკაში რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივების დაბრუნების დაუფარავი მცდელობა" უწოდა.

"უკრაინა მადლობელია აშშ-ის მიერ აღმოჩენილი მტკიცე მხარდაჭერის გამო, რომელსაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას კონგრესი და ჯო ბაიდენის დამინისრტაცია უწევს. ამ მასშტაბური მხადაჭერის ფონზე კონტრასტს იწვევს კონგრესის წევრის, ვიქტორია სპარცის ბოლოდროინდელიგანცხადებები და ქმედებები. ეს არის დაუფარავი მცდელობა, ამერიკულ პოლიტიკაში დაბრუნდეს რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივები იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ხელისუფლებას აქვს კავშირი რუსეთთან. ვურჩევთ ვიქტორია სპარცს, შეწყვიტოს უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო უსაფუძვლო სპეკულაციების ხარჯზე დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოგროვების მცდელობები. განსაკუთრებით ცინიკურია ეს მანიპულაციები უკრაინული წარმოშობის კონგრესმენისგან", - აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

დღის გადაცემები