13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის.

"პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათვე ცნობით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის სხვა ფორმებზე, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, Stinger-სა და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობის მიწოდებაზე, პრიორიტეტის მინიჭების გზითაც.

დღის გადაცემები