13.12.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი - ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისთვის კიდევ 38 მილიარდ დოლარს სთხოვს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სთხოვა აშშ-ს კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფა.

"ვიცით, რომ ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ისინი საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ ბრძოლის ველზე", - განაცხადა სალივანმა. 

სალივანმა დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

სწორედ ამიტომ მან მიმართა კონგრესს, რათა უკრაინას დამატებით 38 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ. 

დღის გადაცემები