08.02.2023 | 23:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის ახალი ელჩი რუსეთში გაემგზავრება

აშშ-ის ახალი ელჩი ლინ ტრეისი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. 

ტრეისი აშშ-ის ელჩად რუსეთში დეკემბრის ბოლოს აშშ-ის სენატმა დაამტკიცა.

ახალი ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და ახალ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.

ლინ ტრეისი ისტორიაში პირველი ამერიკელი ქალი იქნება, ვინც რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას დაიკავებს. 

დიპლომატი რუსულად და ინგლისურად საუბრობს და 2014-2017 წლებში მოსკოვში დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

დღის გადაცემები