13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეკა სეფაშვილი: "ალექსეი გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს"

ალექსეი გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს, - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

იგი უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

"საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, უმრავლესობა არასდროს დაუშვებს ისეთ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აღიქმება როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ან უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარედ გახდომას. შესაბამისად, მათი ეს განცხადებები არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას საფრთხეს შეუქმნის", - განაცხადა სეფაშვილმა.

ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგი განცხადება გააკეთა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კვლავ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე საუბრობს. "პალიტრანიუსის" ეთერში კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. კასიანოვმა ასევე ისაუბრა ჯავშანმანქანა "დიდგორზე" და ირწმუნება, რომ "დიდგორი" ჰუმანიტარული მიზნით სჭირდებათ.

დღის გადაცემები