13.12.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია: "შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა"

შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაახლოებით 7:03 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), ერთ-ერთი რუსული სუ-27 თვითმფრინავი MQ-9 [დრონის] პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 საერთაშორისო წყლებში დაეშვათ. შეჯახებამდე რამდენიმეჯერ სუ-27 თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნურ, ეკოლოგიურად არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ მანერაში. ეს ინციდენტი უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა კომპეტენციის ნაკლებობას დემონსტრირებს", - თქვა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინციდენტის შესახებ ამცნო.

კირბიმ აღნიშნა, რომ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების მხრიდან ასეთი ინციდენტები "უჩვეულო არ არის" და ბოლო კვირებში მსგავსი ინციდენტები ყოფილა. ამავდროულად, მისი თქმით, სამშაბათის ინციდენტი გამორჩეული იყო იმით, თუ როგორი "არაუსაფრთხო, არაპროფესიონალური და უგუნური" იყო რუსეთის ქმედებები.

დღის გადაცემები