13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის საელჩო: "აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების გაგზავნამ, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს"

თუ შეერთებული შტატები კიევში "პატრიოტის" სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, ეს იქნება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელმაც, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში აცხადებენ.

"აშშ-ში დაიწყო საინფორმაციო კამპანია კიევში უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად მომზადების შესახებ. თუ ეს [ინფორმაცია] დადასტურდება, ჩვენ ვიქნებით ადმინისტრაციის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯის მოწმე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები" - აცხადებენ საელჩოში.

მათი მტკიცებით, იარაღის უწყვეტი მიწოდება მხოლოდ გააძლიერებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმს და უბიძგებს მას დონბასში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში "მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახალი დანაშაულებებისკენ".

"ვაშინგტონის სტრატეგია უზარმაზარ ზიანს აყენებს არა მხოლოდ რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ დამატებით რისკებს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. სწორედ შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებასა და ესკალაციაზე" - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი "პატრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გაგზავნას უახლოეს მომავალში გეგმავს.

დღის გადაცემები