13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინისა და საქართველოს გამო ევროკავშირიდან გამოსვლას არ გამორიცხავს

ავსტრიის ევროკავშირიდან გასვლა არ არის გამორიცხული მისი გაფართოების შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე. ამის შესახებ "ავსტრიის თავისუფლების პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ვალტერ როზენკრანცმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ან ევროპული თანამშრომლობა არის "დიდი სამშვიდობო პროექტი", მაგრამ ყველა ის წესი, რაც აქამდე არსებობდა, ახლა ზღვაში იყრება. მაგალითად პრეზიდენტობის კანდიდატმა მიგრაციის პოლიტიკა და უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი მოიყვანა.

როგორც როზენკრანცმა დასძინა, რუსეთის სპეცოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე იყო ნათქვამი, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით ის "უეცრად გაწევრიანების კანდიდატი გახდა". "შემდეგ კი, მე ვხედავ, რომ საქართველოში ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. როდესაც ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, გვინდა თუ არა მომავალში ვიყოთ ამ ოჯახის ნაწილი", - განაცხადა როზენკრანცმა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროპაში არსებობს ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის გარეშე ცხოვრობენ, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ეს საკითხი რეფერენდუმის მეშვეობით გადაჭრა.

დღის გადაცემები