13.12.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის განცხადებით, პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს

ვაშინგტონში დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა განაცხადა.

უილიამ ბერნსის თქმით, ჩინეთში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში პეკინი ვაშინგტონისგან მკაცრ პასუხს მიიღებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა "დიდი ოცეულის" სამიტზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე უარი განაცხადა. მანამდე კი რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, არც თვითონ უკრაინაში შეჭრის ფაქტია დაგმობილი. ჩინეთის გეგმა მოიწონეს კრემლში, თუმცა გააკრიტიკეს ვაშინგტონში. "პუტინი ამ დოკუმენტს ტაშს უკრავს, კარგი რატომ უნდა იყოს?" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დღის გადაცემები