13.12.2024 | 02:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი: "ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით"

აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა.

"ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ უმაღლეს დონეზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აშფოთებს. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი საუბრები ფოკუსირებული იყო მხოლოდ რისკის შემცირებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე" - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარ თანაშემწეებთან უკრაინის კონფლიქტის უფრო ფართო კონფლიქტად გადაზრდის რისკის შემცირების მიზნით და მოსკოვი გააფრთხილა, ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ გამოიყენოს.

დღის გადაცემები