13.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს პირობებს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს, შეერთებული შტატებიც მიაწვდის. 

გერმანიას, პოლონეთის გარდა, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ლიეტუვა, მოუწოდეს უკრაინას სწრაფად მიაწოდოს საბრძოლო ტანკები.

შოლცმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში გაეგზავნა დაახლოებით 40 Marder ქვეითი საბრძოლო მანქანა მას შემდეგ, რაც აშშ უკრაინას დაჰპირდა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების მიწოდებას.

ევროპარლამენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებს, შესაძლებელი გახადოს უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდება.

მედიის ცნობით, ნატოს მოკავშირეები ცდილობდნენ თავიდან აიცილონ რუსეთის პირდაპირ დაპირისპირების რისკი და თავი შეიკავონ უკრაინაში ყველაზე ძლიერი იარაღის გაგზავნისგან.

დღის გადაცემები