13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
CNN: "უკრაინამ აშშ-ს კასეტური იარაღის მიწოდება სთხოვა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული"

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა და დეპუტატებმა სთხოვეს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ კონგრესმენებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიეწოდებინათ კასეტური იარაღი, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. ამის შესახებ CNN-ს რამდენიმე უკრაინელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები უკრაინის თხოვნას რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდნენ და მასზე ღიად უარი არ უთქვამთ. CNN-ი უკრაინის თხოვნას ომის დაწყების შემდეგ "ერთ-ერთ ყველაზე საკამათოს" უწოდებს.

კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენცია 2010 წლიდან მოქმედებს. რუსეთი და უკრაინა მისი ხელმომწერები არ არიან. ორგანიზაცია Cluster Munition Monitor-ის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის გადაცემები