13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქული მედია: "რუსეთისა და თურქეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაზი იქნება"

საქართველო მნიშვნელოვანის სავაჭრო ხაზი იქნება რუსეთისა და თურქეთისთვის, რომლებიც 34 წლის წინ სახმელეთო ტრანსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების გაგრძელებას გეგმავენ. ამის შესახებ star.com.tr იუწყება. 

სპეციალური ელექტრონული გაფორმების მეშვეობით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. რუსეთსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. 

2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვამ 6,6 მლრდ დოლარი შეადგინა. თურქეთი რუსეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ელექტრომოწყობილობებს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ დანადგარებს, ტანსაცმელს, ასევე ფარმაცევტულ პროდუქციას და კოსმეტიკას ყიდის.

თავის მხრივ, თურქეთი რუსეთისგან ენერგომატარებლებს და ელექტროენერგიას ყიდულობს. იანვარ-აგვისტოში თურქეთმა რუსეთში 38 მლრდ დოლარის ენერგომატარებლები შეიძინა.

წინა ორმხრივი შეთანხმება ჯერ კიდევ 1988 წელს იყო ხელმოწერილი, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის.  

დღის გადაცემები