13.12.2024 | 02:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ ჯაბაროვი: "რუსეთს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველომ შესთავაზა"

"საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ მიმართვა რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

"თბილისმა წამოჭრა "აეროფლოტის" ფრენების აღდგენის საკითხი, "ქართულმა ოცნებამ" კი მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსებისა და საქართველოს მცხოვრებლებისათვის ეს ამბავი სასიამოვნო იქნება. გამარტივდება ტურისტული მოგზაურობები, ადამიანები უფრო ადვილად ნახავენ ახლობლებს.

ჯაბაროვმა დასძინა, რომ ევროკავშირი პირდაპირი ფრენების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა და ფაქტობრივად, საქართველოს საქმეებში "თავხედურად" ჩაერია. 

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. 

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რუსეთთან ფრენების აღდგენა დაუშვებელია. 

დღის გადაცემები