13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლექსი დანილოვი: "რაც უფრო აჭიანურებს კრემლის რეჟიმი მოლაპარაკებებს, მით უარესდება პირობები - უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანები სრული მასშტაბით შესრულდება"

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინა მომხრეა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გამართოს კონტრიბუციისა და რეპარაციის გადახდის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის ომის დროს ჩადენილი ყველა ნგრევისთვის.

ამის შესახებ დანილოვმა Twitter-ის პირად ბლოგში განაცხადა.

"უკრაინა არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების... კონტრუბუციისა და რეპარაციების შესახებ. რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს კრემლის რეჟიმი ამ მოლაპარაკებებს, მით მეტად უარესდება პირობები და იზრდება თანხა. უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანები სრული მასშტაბით შესრულდება - გეგმებისა და გრაფიკის მიხედვით", - განაცხადა დანილოვმა.

დღის გადაცემები