13.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრი ლუბინეცი რამდენიმე დღეში თურქეთში რუს ომბუდსმენ, ტატიანა მოსკალკოვასთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ლუბინეცი ავრცელებს.

"ეს შეხვედრა რამდენიმე დღეში თურქეთის ტერიტორიაზე შედგება", - განაცხადა ლუბინეცმა.

მან აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილება, ტყვეების დაბრუნებაა. ამას გარდა, შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხის წამოყენება სურს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ "მასობრივად დააკავა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სახლში არ უშვებს".

"ეს ამბიციური გეგმებია. არ ვიცი რუსული მხარე როგორ მოიქცევა, რით ჩამოვლენ. მაგრამ წინასწარ დადებით სიგნალებს ვიღებთ იმისა, რომ ისინი ამ საკითხის განსახილველად მზად არიან.

ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს შემუშავებული, მათზე საჯაროდ საუბარი არ შემიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია სამოქალაქოების "გაცვლის" ტერმინის გამოყენება. რადგან ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ომის ტყვეებთან მიმართებით ჟენევის კონვენციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პირები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაათავისუფლოს", - აღნიშნა ლუბინეცმა.

დღის გადაცემები